პოეტი პაატა შამუგია გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ საქართველოში არსებულ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, ეკლესია ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მიუხედავად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ღვთისმსახურებას მრევლთან ერთად აღავლენს.
მისი განცხადებით, ხელისუფლება ნებისმიერი გადწყვეტილების მიღების დროს არის სუსტი, სწორედ ამიტომ საპატრიარქომ ხელისუფლებას თავზე გადაახია საქართველოს კონსტიტუცია.
მისივე თქმით, ეკლესიას უნდა, რომ კანონი მათთვის არ არსებობდეს და სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით ისინი პრივილეგირებულები იყვნენ, ისე, როგორც ეს ახლა ხდება.
„ხელისუფლება არის არალეგიტიმური ეს მისი პრობლემაა. ამიტომაც ის ნებისმიერი გადაწყვეტილების წინაშე არის სუსტი. ამით სარგებლობს საპატრიარქო, რომელსაც კომუნისტებიდან მოყოლებული დაუგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება სხვადასხვა ხელისუფლებასთან ურთიერთობის და დაიწყო კუნთების თამაში. გატესტა ერთხელ, ორჯერ და საბოლოოდ გამოუვიდა ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია თავზე გადაახია სახელმწიფოს ქართულმა ეკლესიამ, რომელიც წესით საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი განმამტკიცებელი უნდა იყოს.
ჩვენი მოქალაქეები არ არიან ესენი არ უნდათ, რომ ამ ქვეყანაში კანონი კანონობდეს? - არ უნდათ საქმეც ამაშია. მათ უნდათ სწორედ ის, რომ კანონი იყოს სხვებისთვის, როგორც ახლა არის და მათთვის არ არსებობდეს კანონი“, - განაცხადა პაატა შამუგიამ.