logo
ENG



პაველი: მიმაჩნია, რომ უკრაინის რეალური კონტრშეტევა ჯერ არ გვინახავს

15 ივნ 202314:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/15/m9vogbs3cc5u90n.jpg

ჩვენ ვნახეთ დასაწყისი, ასე ვთქვათ, ზომიერი. მიმაჩნია, რომ რეალური კონტრშეტევა ჯერ არ გვინახავს. გაცილებით მეტი იქნება. რასაც ახლა ვხედავთ, გარკვეული საბრძოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, ვუწოდებდი "ფორმირების ოპერაციებს".

რასაც დღეს ვხედავთ - ისაა, რომ უკრაინული კონტრშეტევისთვის მომზადებას თვეები დასჭირდა. და ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან შეიარაღებული ძალების მომზადებას, მათ აღჭურვილობას, წვრთნას, ყველა სახის საკმარისი რაოდენობის რესურსების მოპოვებას დიდი დრო სჭირდება. მომზადება მოითხოვს უამრავ რესურსს და დიდ ძალისხმევას ყველა ჩართული ადამიანისგან.


close დახურვა