logo
ENG



პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის კანდიდატად პარლამენტს ცოტნე ყავლაშვილი წარუდგინა

16 სექ 202214:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/fdrf1lyv254lzqo.jpg

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე პარლამენტს ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

ცოტნე ყავლაშვილი 2015 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ გენერალური აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს.

პაპუაშვილმა მექვაბიშვილს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი საქმიანობის პერიოდში "სახელმწიფო აუდიტის სამსახური განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა". პაპუაშვილის თქმით, "ყველა ობიექტური კვლევით აუდიტის სამსახური უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს".

პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებაა.

პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით, გენერალური აუდიტორის ასარჩევად კენჭისყრა მომავალ კვირაში ჩატარდება. პაპუაშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ცოტნე ყავლაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება და იმედი გამოთქვა, რომ მას მხარს ოპოზიციის წევრებიც დაუჭერენ.

 

close დახურვა