პარლამენტის პიკეტირების პარალელურად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სალობიეში „ბია“ იმყოფება. „ფორმულას“ ჟურნალისტის ცნობით, ადგილზე პრეზიდენტის ესკორტი და დაცვის წევრები არიან მობილიზებულები, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ნამდვილად სალობიეშია.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა პრეზიდენტის ფოტო დადო, სადაც სალომე ზურაბიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდ გარემოში ვახშმობს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს და მომიტინგეები პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ.