პარლამენტის შესასვლელს ბოქლომები დაახსნეს.
ბოქლომები აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად დაადეს და აღნიშნეს, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ მისცემდნენ.
პარლამენტის შესასვლელებთან ამ წუთებში სპეცრაზმის ხალხის გაწევას ცდილობს. ამისთვის უკვე გამოიყენეს წყლის ჭავლი.
სპეცრაზმი ასევე დაიძრა ოპერის მხრიდან და პარლამენტისკენ მიემართება.