პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს. აქტივისტ შუშანა მაცაბერიძის თქმით, დაკავებულები არიან: ლაშა ჯანჯღავა, შოთა თუთბერიძე და ლევან ნიშნიანიძე.
მშვიდობიან აქციაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარლამენტის კიბეებზე ბანერით ხელში იჯდა. მის ბანერზე ეწერა "ირაყლი".
მოგვიანებით, პოლიციამ კვლავ მივიდა აქციის მონაწილეებთან და ბანერების წართმევა სცადა, რის შემდეგაც დაკავებები დაიწყო. ერთ-ერთი დაკავებული ლევან ნიშნიანიძე გირჩი - მეტი თავისუფლების წევრია. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.