logo
ENG



პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია

22 დეკ 202213:29
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია

პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარა. საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ, 21 დეკემბერს თქვა, რომ ომბუდსმენის არჩევას ამ სესიაზე ვერ შეძლებდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის მიერ შეთავაზებული ომბუდსმენობის 5 კანდიდატიდან, ოპოზიცია არც ერთს არ უჭერს მხარს.

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ომბუდსმენობის 2 კანდიდატზეა ჩამოყალიბებული და "იმის იქით, არავის მხარდაჭერას აპირებენ". მდინარაძის თქმით, დღევანდელი კენჭისყრა ფორმალური სახისაა.

ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა.

31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენი პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. 

ამასთან, პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 9 სექტემბერს მიიღო. მას მხარი არ დაუჭირეს ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.

მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის.

15 სექტემბერს, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის წესთან დაკავშირებით.

 

 

 


close დახურვა