logo
ENG



პარლამენტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

14 ივლ 202016:48
3 წუთის საკითხავი
clock 1604
a3vm2r1nnsztzac.jpg

პარლამენტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე, მხარი დაუჭირა. 

მიღებული ცვლილებების მიხედვით დაწესებული შეზღუდვები 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლამდე გახანგრძლივდება.

კანონპროექტს მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. 

შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათიც. საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესების დროებითი უფლება, პარლამენტმა მთავრობას მაისში მიანიჭა.


close დახურვა