logo
ENG



პარლამენტში არ გამორიცხავენ, რომ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ

12 მარ 202008:43
3 წუთის საკითხავი
 

ჯერჯერობით უცნობია დაიწყებს თუ არა საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დისტანციურად მუშაობას.

"ფორმულასთან" საუბრისას უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ პარლამენტში მუშაობის მსგავს რეჟიმზე გადასვლა მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს ხდება. თუმცა, თუ კორონავირუსის გამო ქვეყანაში მდგომარეობა დამძიმდა, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღოს.

პარლამენტმა ამ ეტაპზე კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული ზომები მიიღო. ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომლებსაც სხვადასხვა სახით კონტაქტი ჰქონდათ რისკჯგუფის ქვეყნებთან, პარლამენტი ნებას რთავს სამსახურში არ გამოცხადდნენ. საკანონმდებლო ორგანო გამონაკლისს უშვებს ქრონიკული დაავადებების მქონე ან ორსულ თანამშრომლებზეც. დასაქმებულთა ნაწილს მუშაობა დისტანციურადაც შეეძლებათ. 

„ამას მოქმედი რეგლამენტი არ ითვალისწინებს და ალბათ ეს თეორიულად შეიძლება მოხდეს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. შეიძლება ამაზე ფიქრი და მუშაობა, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი შესაძლებლობა არ არის. მომდევნო კვირაში პარლამენტი ჩვეულებრივად სხდომას ჩაატარებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა