logo
ENG



პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა

02 მაი 202400:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/02/8yz4ym2at8om631.jpg

პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა. ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს. 

"საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმიდან გამომდინარე, რომელიც საშიშროებას უქმნის პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ცხადდება უსაფრთხოების წითელი დონე. წითელი დონის დროს ყველა პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა, ვალდებულია დატოვოს პარლამენტის სასახლე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა", - აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა