logo
ENG



პატარა ვირტუოზი - დროება

30 ივლ 202320:16
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობ მოზარდთან ერთად იყო გადაღებული. მასალის ავტორი, მუსიკოსი ბექა გოგინაშვილი გახლდათ, რომელმაც პოსტის მეშვეობით გახადა ცნობილი, რომ ეს მოზარდი, არც მეტი არც ნაკლები, უკვე შემდგარი კომპოზიტორი, ალექსანდრ რივერა ჩაბრაშვილია, რომლის კომპოზიციასაც, ნიკოლოზ რაჭველის გადაწყვეტილებითა და მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს. ალექსანდრე ესპანეთში ცხოვრობს და თავის მეორე სამშობლოში, საქართველოში ცოტა ხნით არის ჩამოსული. დროებამგადაწყვიტა 11 წლის ვირტუოზი თქვენც გაგაცნოთ. სანამ ის მთელ მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული მუსიკოსი გახდება, მანამდე ნახეთ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული უნიჭიერესი ქართველი მოზარდი, დროების სიუჟეტში.


close დახურვა