ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც სარგებლობენ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებით, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის შესაძლებლობით. შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ცნობებით ჟურნალისტებზე თავდასხმისა და დაკავების შესახებ და მიიჩნევს, რომ თავისუფალი პრესა ქვაკუთხედია დემოკრატიული სისტემის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ აქცია იყოს მშვიდობიანი და მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მკაცრად დაიცვას ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ძირითადი თავისუფლებები. [...]
მე არ ვაპირებ, წინასწარ განვიხილო ან ვივარაუდო რაიმე ქმედებები, რასაც შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, მიმართოს ან არ მიმართოს. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ამჟამად ფოკუსირებული ვართ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობასა და მათთვის იმ სერიოზული პასუხისმგებლობის ხაზგასმაზე, რაც მათ აკისრიათ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით. რაც, ჩვენი რწმენით, კვლავაც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფუძვლად.