logo
ENG



პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ

18 მარ 202616:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/18/xizywehdkf1sxvy.png

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო.

სიონში დაკრძალვა თავად პატრიარქის სურვილი იყო.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.


close დახურვა