პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი, ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა PCR ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლის.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ თანამშრომლები ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან.
"ახალი სამედიცინო პროტოკოლი კიდევ ერთი პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები",-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ჯამში მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში 13 253 PCR ტესტი გაკეთდა.
შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, 23 ოქტომბერს ორ ბრალდებულს ცოვიდ-19 დაუდასტურდა. როგორც ირკვევა, ისინი საკარანტინო სივრცეში, დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან იზოლირებულად იმყოფებოდნენ.