აშშ-ს გენერალ-მაიორის, ვილიამ ტეილორის განცხადებით, ივლისის თვიდან ავღანეთიდან ევაკუირებულია 63 900 აშშ-ს მოქალაქე და სამხედრო, NATO-ს სამხედრო და ავღანეთის მშვიდობიანი მოქალაქე.
"ისინი ახლა უფრო უსაფრთხოდ არიან და უკეთესი ცხოვრების გზას ადგანან", - განაცხადა ტეილორმა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მხოლოდ ორშაბათს ქაბულიდან 21 600 ადამიანი გამოიყვანეს. 14 აგვისტოს შემდეგ კი აშშ-მ ქაბულიდან 58 700 ადამიანი წამოიყვანა.
გენერალ-მაიორის განცხადებით, ორშაბათს ქაბულიდან თვითმრინავები ყოველ 45 წუთში ერთხელ გადიოდა.
Update: Between 3AM ET on 8/23 and 3AM ET on 8/24, a total of approximately 21,600 people were evacuated from Kabul. 37 US military flights carried approximately 12,700 evacuees, and 57 coalition flights carried 8,900 people.
რაც შეეხება სამხედროების გაყვანის საბოლოო თარიღს, პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, კვლავ 31 აგვისტო განიხილება.
"მისიის გრაფიკში რაიმე ცვლილება არ ყოფილა", - თქვა მან.
ამ ეტაპისთვის ქაბულის აეროპორტში 7 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. კითხვაზე, რა დრო დასჭირდება აშშ-ს ყველა სამხედროს გაყვანისთვის, კირბიმ უპასუხა, რომ "რამდენიმე დღე".
მას შემდეგ, რაც ავღანეთზე კონტროლი თალიბანმა დაამყარა, ათეულობით ათასი ადამიანი ქვეყნის დატოვებას ცდილობს, რათა ისლამური კანონების მკაცრ ინტერპრეტაციასა და დევნას გაექცეს.
თალიბანი აცხადებს, რომ შურისძიებასა და დევნას არ აპირებს. რაც შეეხება ქალთა უფლებებს, მათ განათლებასა და მუშაობას, დაჯგუფების ლიდერები ამბობენ, რომ ეს შარიათის კანონების ფარგლებში მოხდება.
24 აგვიტოს გამართულ პრესკონფერენციაზე თალიბანის პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა თქვა, რომ ქაოსის გამო, ავღანეთის მოქალაქეებს აეროპორტში მისვლის უფლებას აღარ აძლევენ. ამასთან, მან მიმართა აშშ-ს, რომ არ მოუწოდონ ავღანელებს წასვლისკენ, რადგან მათი "ნიჭი სჭირდებათ".