პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის განცხადებით, უკრაინას წინ ჯერ კიდევ მძიმე ბრძოლა ელის.
"მნიშვნელოვანია, გადავდგათ ნაბიჯი და შევხედოთ მიღწეულ პროგრესს, ამავდროულად, გავითვალისწინოთ ფაქტი, რომ უკრაინას წინ ჯერ კიდევ მძიმე ბრძოლა ელის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვიახლოვდება გაზაფხული და ზაფხული", - თქვა პენტაგონის პრესმდივანმა.
რუსული ძალები აქტიურად ცდილობენ წინსვლას აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით და დიდ ზარალს განიცდიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ მტერი ცდილობს დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს მიაღწიოს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ზაფხულის დასაწყისში დაგეგმილია რუსი ოკუპანტების დიდი შეტევა. ამასთან, უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომისთვის ეს პერიოდი გადამწყვეტი იქნება.