აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა დამატებითი 1,1 მილიარდი დოლარის დახმარება უკრაინის უსაფრთხოებისთვის, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხა დაიხარჯება უკრაინისთვის ახალი იარაღის წარმოებასა და მიწოდებაზე. ეს იარაღი არ იქნება შტატების იარაღის ადრე არსებული მარაგებიდან.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დახმარების პაკეტში შედის, თვრამეტი მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა და "ასოცირებული საბრძოლო მასალა".
პაკეტში სხვა ნივთებთან ერთად ასევე შედის 150 ჯავშანტექნიკა, მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა, 40 სატვირთო მანქანა და 80 მისაბმელი "მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის", დამატებითი რადარები უპილოტო საჰაერო სისტემებისთვის.
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან "16,2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია უკრაინას უსაფრთხოებისთვის."