logo
ENG



პენტაგონმა თეთრ სახლს უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემის ნება დართო

31 ოქტ 202521:55
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/31/38ut5bojxburfkt.jpg

CNN აშშ-ისა და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონმა თეთრ სახლს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, Tomahawk-ების გადაცემის ნება დართო.

მედიის ცნობით, აშშ-ის ომის დეპარტამენტში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეაფასეს, რომ რომ ეს ნაბიჯი უარყოფითად არ იმოქმედებს აშშ-ის მარაგებზე.

ახლა კი, რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებაზე საბოლოო სიტყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელშია.

Tomahawk-ების გადაცემა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო თვის დასაწყისში ზელენსკისა და ტრამპს შორის გამართული შეხვედრის.

ამ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ურჩევნია, არ გადასცეს ეს რაკეტები უკრაინას, რადგან „არ გვინდა გავცეთ ისეთი რამ, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება“.


close დახურვა