უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპიდან იღებს „კარგ სიგნალებს“ იმის შესახებ, რომ ისინი მზად არიან, გააგრძელონ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება ომის დასასრულებლად.
ზელენსკის თქმით, ყველას ესმის, რომ ეს რუსეთის ომია და ომის დასრულების პასუხისმგებლობაც რუსეთს ეკისრება.
„რუსეთი უნდა დაექვემდებაროს ზეწოლას. ჩვენ ახლა ვიღებთ კარგ სიგნალებს ევროპიდან იმის შესახებ, რომ ევროპელები მზად არიან, გააძლიერონ ზეწოლა აგრესორზე", - თქვა მან.
ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია ზეწოლის გაზრდა, კერძოდ, რუსეთის ტანკერების ფლოტზე და მთელ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტისთვის გამოიყენება.
„ეს ყველას ძალიან დაგვეხმარება ევროპაში, თუ რუსეთის შემოსავლები კიდევ უფრო შემცირდება. ჩვენ უკვე ვხედავთ აგრესორის კოლოსალურ ახალ პრობლემებს ფედერალურ ბიუჯეტთან დაკავშირებით, ასევე ინფლაციისა და ეკონომიკურ მაჩვენებლებში. ეს ყველაფერი კარგი და სწორი სიგნალია იმისა, რომ მშვიდობის მიღწევა, ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
