logo
ENG



ტრამპის თქმით, ზელენსკისთან დავოსში "კარგი" შეხვედრა ჰქონდა

22 იან 202617:49
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/22/uzxpv1r2cwfx92j.png

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დავოსში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან "კარგი" შეხვედრა ჰქონდა.

კითხვაზე, თუ რა განიხილეს შეხვედრაზე, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოუწევთ „დაელოდონ მოვლენების განვითარებას“ და დასძინა, რომ აშშ ხვალ რუსეთის წარმომადგენლებს ხვდება.

„ყველას სურს, რომ ომი დასრულდეს... ვიმედოვნებთ, ომი დასრულდება. ბევრი ადამიანი იხოცება - წინა თვეში 30 000, მეტწილად სამხედროები. ეს ომი უნდა დასრულდეს", - თქვა მან.

ცნობისთვის, უკრაინისა და აშშ-ის ლიდერები დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფორმატში შეხვდნენ.

მათმა შეხვედრამ 1 საათზე მეტხანს გასტანა.


close დახურვა