logo
ENG



პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე: კანონიერებას შევისწავლით

08 მაი 202421:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/08/6axlym0wplqm1qn.jpg

პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურში მუქარისშემცველ ზარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლიან.

"სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, რუსულ კანონზე აზრს ეკითხებიან, შემდეგ კი აგინებენ და ემუქრებიან. დღეს რამდენიმე მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამჯერად სიცოცხლის მოსპობის მუქარითაც ურეკავენ. ზარები ხორციელდება მათ ოჯახის წევრებთანაც, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.

 

close დახურვა