logo
ENG



პესკოვის თქმით, ოკუპირებული დონბასის ე.წ ლიდერებმა პუტინს "უკრაინის აგრესიისგან" დაცვა სთხოვეს

24 თებ 202201:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/pn7g8mympvbk8b6.png

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინს "უკრაინის აგრესიისგან დაცვა" სთხოვეს, "რათა აიცილონ მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა".

"ვლადიმირ პუტინმა მათგან წერილი მიიღო. დონეცკის და ლუგანსკის მეთაურები მას პირადად წერენ და კიდევ ერთხელ უხდიან მადლობას დამოუკიდებლობის აღიარებისთვის". - ამბობს პესკოვი

პრესმდივნის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმების მეთაურების მიმართვაში ნათქვამია, რომ "უკრაინის ხელისუფლებისგან მომავალი საფრთხის გამო, დონბასში მცხოვრებლები იძულებულები არიან, დატოვონ სახლები და ევაკუირდნენ რუსეთში. უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას, სკოლებს, საავადმყოფოებს და საბავშვო ბაღებს. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის, ბავშვები".

პესკოვის მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის პარალელურად გავრცელდა ცნობები, რომ ოკუპირებული რეჟიმების ლიდერების წერილი არა დღეს, არამედ 22 თებერვალს შეადგინეს. 

​21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

პასუხად დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, უკრაინას კი თავდაცვის გაძლიერებაში სხვადასხვა ფორმით ეხმარება. 


close დახურვა