კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი თავდაპირველად დასახულ მიზანს არ მიაღწევს.
"სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ თავდაპირველად დასახულ მიზანს არ მივაღწევთ. რა თქმა უნდა, სამხედროების ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ისინი სპეცოპერაციის ფარგლებში ახორციელებენ, უმაღლეს მეთაურს ეცნობება.
პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან და ყველა სამხედრო მეთაურთან არის სადღეღამისო კომუნიკაციაში. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს სხვაგვარად არ შეიძლება," - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.