logo
ENG



პეტერბურგში დააკავეს კაცი, რომელმაც ღობეზე დაწერა - "პუტინმა მოკლა ნავალნი"

10 მარ 202416:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/10/32yh11hwwz7w75y.jpg

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს კაცი, რომელმაც ღობეზე დაწერა - "პუტინმა მოკლა ნავალნი". 

პეტერბურგის რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივ ევგენი სმირნოვს ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობა ედება. 

როგორც დაკავებულის დედამ OVD Info-ს განუცხადა, გაჩხრიკეს მისი სახლიც, საიდანაც საბანკო ბარათებია ამოღებული. 

გამოძიების ვერსიით, სმირნოვმა წარწერა 16 თებერვალს შუადღისასა გააკეთა,  დაახლოებით იმ დროს, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი.


close დახურვა