logo
ENG



პირბადის არგაკეთებაზე მეტროში არაფერს გეტყვიან-მოქალაქეები უკონტროლო ვითარებაზე საუბრობენ

29 მაი 202010:06
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგა, თუმცა როგორც ირკვევა მკაცრად განსაზღვრული წესები ირღვევა. მოძრაობას საპატრულო პოლიცია არ აკონტროლებს და მძღოლების ნაწილსაც პირბადეები არ უკეთიათ. არსებული ვითარების გამო, მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოხატავენ.

"რა თქმა უნდა, რთული იყო ტრანსპორტის გარეშე გადაადგილება, რადგან კალაძის თბილისის ტაქსმა გაძარცვა მთელი მოსახლეობა და არამარტო. დღეს ვხედავთ იმას, რომ მეგობრისგან გავიგე, რომ პირბადის არგაკეთებაზე მეტროში არაფერს გეტყვიან, ასევე შენიშნვას არ გეტყვიან რომ გვერდი-გვერდ დაჯდეთ. მაშინ რა აზრი ჰქონდა პანდემიის დროს მოსახლეობის გამოკეტვას პატიმრობაში",-აცხადებს დავით დონერიანი. 

მოქალაქეების თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ტრანსპორტის აღდგენა კარგია, რადგან გადაადგილება ორი თვის განმავლობაში საკმაოდ რთული და ძვირი ჯდებოდა.

"შორ მანძილზე როცა მიდიხარ ტაქსით გადაადგილება რთული და ძვირია. ფეხითაც შესაძლებელია, მაგრმა მაინც რთულია ტრანსპორტის გარეშე და ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ აღდგა",-აღნიშნავს ვანო ხუხია. 

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს, მათი თქმით, ორი თვის განმავლობაში სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილებისთვისაც გადაადგილების აღდგენა კარგია. თავად მგზავრები წესებს იცავენ და ამ მხრივ პრობელმა არ არის. 

"რთული იყო, 2 თვე სამუშაოს გარეშე სახლში რომ იქნები, მაგაზე რთული რა გინდა. დღეს, ჯერჯერობით ხალხი დადის პირბადეებით და იცავენ წესებს",-აღნიშნავს ამირან ქავთარაძე. 

მგზავრებისგან განსხვავებით, პირბადეების ტარებისგან თავს იკავებს მძღოლთა ნაწილი. აღნიშნულს კი იმით ხსნიან, რომ ეს მათთვის დისკომფორტია. თან დაცულია სოციალური დისტანცია, ამიტომ პრობლემაც არაა.

"მე გამოყოფილი ვარ ხალხისგან. საჭესთან რომ ვზივარ, მოქმედებს ჩემზე. 2 მეტრია მგზავრებთან დაშორება",-აღნიშნავს შალვა რაზმაძე.

შეგახსენებთ, საზოგაოდოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა დღეიდან აღდგა. მანამდე კი, 31 მარტიდან მოძრაობა შეზღუდული იყო.


close დახურვა