პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბი პრიკარპატიე ივანო-ფრანკისკიდან თითქმის სრული შემადგენლობით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა.
ფეხბურთელები თავიდან ფიქრობდნენ, რომ შეიარაღებული ძალების დამატებით ტვირთად დააწვებოდნენ, რადგან სამხედრო მომზადება არ აქვთ, თუმცა შემდეგ მათ აუხსნეს, რომ საჭირო გადამზადებას გაივლიდნენ და სურვილის შემთხვევაში შეძლებენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას.
მოგვიანებით ფეხბურთელებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება და კლუბის 14 წევრი, ასევე მწვრთნელი შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ.