logo
ENG



პირველი ოქტომბრიდან ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენები აღდგება

17 სექ 202015:00
3 წუთის საკითხავი
clock 1700
6iwfzsxi89394c2.jpg

პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით რეისი გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება კვირაში ერთი რეისი. 

"ეს არის პირდაპირი ტენდენცია, რომ გონივრულად და ფრთხილად ამოძრავდეს ეკონომიკა". 

პრემიერის თქმითვე, "ფრთხილად" და "თანმიმდევრულად" გაგრძელდება ფრენების აღდენა, რაც დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

მანამდე, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ავიაკომპანია Wizz Air საქართველოს მიმართულებით ფრენებს სექტემბერში აღადგენს. მისივე თქმით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები Ryanair-თანაც მიმდინარეობს.


close დახურვა