logo
ENG



პირველი პრობლემაა წყლის ხარისხი - ლაგოდეხის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

03 ივნ 202008:05
3 წუთის საკითხავი
clock 228

ლაგოდეხის მოსახლეობა წყლის მრიცხველების დემონტაჟსა და ტარიფების დაწევას ითხოვს. მოქალაქეებმა გადასახადის ისევ სულადობის წესის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, რომელმაც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ წყალი დაბინძურებული და სასმელად უვარგისია. მათივე თქმით, იმის გამო, რომ წყალი არ მიეწოდებათ, სარწყავადაც სასმელი წყლის გამოყენება უწევთ და მაღალი გადასახადი მოსდით. 

"პირველი პრობლემაა წყლის ხარისხი, რაც არანაირად არ ვარგდა და არ შეესაბამება სტანდატრებს, მერეა მრიცხვეელბსი დაყენება, რადგან არაა მელიორაცია სარწყალი წლის. ხალხს უხდება ჭუჭყიანი წლის ბაღებში გამოყენება",-აცხადებს ადგილობრივი.

 


close დახურვა