logo
ENG



პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

02 აპრ 202013:15
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ბოლნისიდან გადმოყვანილი პაციენტი, რომლის ჯამრთელობის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, თავს უკეთ გრძნობს.

როგორც რატიანმა აღნიშნა, პაციენტი აპარატულ სუნთქვაზე აღარ იმყოფება და დღის განმავლობაში მას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტიდან თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

თქვენ იცით, რომ ყველაზე კრიტიკული პაციენტი იყო ჩვენს კლინიკაში გადმოყვანილი ბოლნისიდან. ის იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე დადასტურებული კოვიდ ინფექციით. ასევე კლინიკარუად ანამნეზიური მონაცემებით სახეზე იყო გადატანილი ინფარქტი, ავტოკორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარიუსობა არტერიული ჰიპერტენცია. ის მოთავსებული იყო კრიტიკული მედიცინის დეპარამენტში, ფასდებოდა ექიმების მიერ, როგორც უკიდურესად მძიმე და ხაზს ვუსმან ტერმინალური. ვინაიდან პაციენტთან შემოყვანიდან ბოლო 24 საათში არ ისაზღვრებოდა მიკროცირკულაციის მოშლის გამო ოქსიგენაცია, ასევე იყო მკვეთრი არტერიული გიპოტენცია და გემოდინამიკის რღვევა. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მკვეთრად დადებითი დინამიკა აღინიშნება, მოხსნილია აპარატული სუნთქვიდან, კონტაქტურია, ადეკვატურია და ალბათ რამოდენიმე საათი დაყოვნდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და შემდეგ ჩამოვა თერაპიულ განყოფილებაში“, - განაცხადა ლევან  რატიანმა.

მანვე აღნიშნა,რომ კლინიკაში ამ დროისთვის 69 პაციენტია მოთავსებული, მათგან 22 ინფიცირებულია.

 


close დახურვა