logo
ENG



პლასიდო დომინგო ბოდიშს უხდის ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ

25 თებ 202017:15
3 წუთის საკითხავი
 

ესპანელი საოპერო ვარსკვლავი პლასიდო დომინგო ბოდიშს უხდის ქალებს, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.

მომღერალი აცხადებს, რომ წუხს მათთვის მიყენებული ტკივილის გამო და მზად არის, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა აიღოს.

განცხადება პლასიდო დომინგომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ინციდენტთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ოპერის მომღერლების კავშირმა გამოძიება ჩაატარა. 79 წლის დომინგოს სექსუალურ შევიწროვებაში 20-მდე ქალი ადანაშაულებს. სკანდალის გამო მან ლოს-ანჯელესის ოპერის მმართველის თანამდებობაც დატოვა. 


close დახურვა