logo
ENG



პოდოლიაკი: რუსები ფიქრობენ, რომ უკანონო რეფერენდუმები HIMARS-ს შეაჩერებს

20 სექ 202218:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/20/kpf8t0r4zyjsjhx.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსები ფიქრობენ, რომ უკანონო რეფერენდუმები HIMARS-ს შეაჩერებს.

"რუსებმა კონტრშეტევაზე ასიმეტრიული პასუხის გაცემა გადაწყვიტეს. ისინი ფიქრობენ, რომ უკანონო რეფენრენდუმები HIMARS-ს და შეიარაღებულ ძალებს შეაჩერებს ჩვენს მიწაზე ოკუპანტების განადგურებისგან. ნამდვილად გსურთ გაქცევისთვის საჭირო დრო ახალი შოუსთვის გაფლანგოთ? სცადეთ, საინტერესო იქნება," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

ლუჰანსკის საოკუპაციო ხელისუფლებისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ლიდერის, დენის პუშლინის განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ხერსონსა და დონბასში "რეფერენდუმები" 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. აღნიშნული ორი სეპარატისტული სუბიექტი საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.


close დახურვა