logo
ENG



პოდოლიაკი: შარშან კონტრშეტევისას გარკვეული შეცდომები დავუშვით, საჭიროა, ტაქტიკა შევცვალოთ

02 თებ 202418:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/02/uhwp98joumhj03k.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, 2023 წელს კონტრშტევისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეული შეცდომები დაუშვეს, რის გამოც საჭიროა ტაქტიკის შეცვლა.

"2023 წელს გარკვეული ტაქტიკური შეცდომები გვქონდა. ამაზე სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობაც საუბრობს. ეს არის ომი და არა [რიგითი] მოვლენა. ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის არა პატარა ქვეყანა, არამედ რუსეთი, რომელსაც უზარმაზარი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი გააჩნია.

გვჭირდება ევროპული ქვეყნების ერთიანი ეკონომიკა, რომელიც უკრაინის ეკონომიკას დაეხმარება, ასევე ერთიანი სამხედრო წარმოება. უნდა გაიზარდოს გარკვეული ტიპის იარაღის წარმოება. გარდა ამისა, მათი რაოდენობის საკითხიც უნდა გადაწყდეს", - ამბობს პოდოლიაკი.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან თქვა, რომ ქვეყანაში თავდაცვითი და კონტრშეტევითი მოქმედებები მიმდინარეობს.


close დახურვა