logo
ENG



პოლიტიკური პროცესია - დავით ქაცარავა სუს-ში დაიბარეს

03 ივნ 202008:02
3 წუთის საკითხავი
clock 515

დავით ქაცარავა სუს-ში დაიბარეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერს საგამოძიებო უწყებაში დავით გარეჯის საქმეზე მოწმის სტატუსით მოუწევს მისვლა.

ქაცარავა აცხადებს, რომ ფაქტი მისთვის მოულოდნელი იყო. სუს-ის 2019 წლის შემაჯამებელ ანგარიშში გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები დესტრუქციულ კამპანიადაა შეფასებული. დაკუმენტში წერია, რომ პროცესში ეროვნულ ფასეულობებს ამოფარებული ცალკეული პირები იყვნენ ჩართული. ამასთან, დღეს ონლაინ რეჟიმში ქაცარავას სასამართლო პროცესია დანიშნული. 

"ეს არის წმინდა პოლიტიკური პროეცესი, რაც ემსახურება ერთ მიზანს - ჩემი როგორც, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის შეჩერებასა და განეიტრალებას. არ დასრულდება ალბათ და ეს არჩევნებამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ჩემს სუს-ში დაბარებას, ეს სიურპიზი იყო, რადგან როცა ვიკითხე რა თემაზე მიბარებდნენ, გარეჯთან დაკავშირებით მოწმედ უნდა დაგკითხოთო. ძალიან უცნაურია ამ თემაზე ჩემი დაკითხვა",-აცხადებს დავით ქაცარავა. 

 


close დახურვა