logo
ENG



პოლიციამ გელა ხასაია ძალის გამოყენებით განყოფილებაში გადაიყვანა

31 მარ 202512:02
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ გირჩი მეტი თავისუფლების ერთ-ერთი წევრი გელა ხასაია ძალის გამოყენებით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე პოლიცია გელა ხასაიას გაჩხრეკას ცდილობდა, რაზეც ხასაიამ უარი თქვა.

ადგილზე მყოფილი პოლიციელები არ ამბობენ, რომელ განყოფილებაში გადაიყვანეს ხასაია.

პოლიცია ამბობს, რომ ისინი სხვა მოქალაქეების ჩანთებსაც გაჩხრეკენ.

"ვისზეც მექნება საფუძველი, ყველას გავუჩხრიკავ მეთქი [ჩანთას]"- ამბობს პოლიციელი.


close დახურვა