logo
ENG



პოლიციელთა მხრიდან შშმ ბიჭზე ძალადობა კანცელარიასთანაც გააპროტესტეს

25 იან 202219:22
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პოლიციელთა მხრიდან შშმ ბიჭზე ძალადობა კანცელარიასთანაც გააპროტესტეს. 

24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს ერთი პოლიციელი, მისი მეწყვილე კი ძალადობას უყურებს. 

სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა დღეს მოქალაქეების ერთმა ნაწილმა შსს-თან, სხვები კი მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. 

"მე დღეს აქციაზე ვერ მოვედი. ინსტიტუციაში/სახლში ვარ გამოკეტილი, ტრანსპორტი არ არის ადაპტირებული, ურბანული დაგეგმარება არ ითვალისწინებს შშმ პირების საკითხებს". - წერია ერთ-ერთ ბანერზე, რომელიც აქციაზე მოქალაქეებმა მიიტანეს. 

"ჩვენ გვაცხოვრებენ აბსოლუტურად ცრუ ნარატივებში, გვაჯერებენ, რომ პოლიცია არსებობს ადამიანების უფლებების დასაცავად. დღევანდელ, ბიძინა ივანიშვილის საქართველოში პოლიცია არსებობს იმის გამო, რომ დაიცვას ქვეყნის მოსახლეობის უმდიდრესი კლასის ინტერესები და არის ხალხის მტერი. პირველ რიგში, პოლიციელების სირცხვილია ის, რაც მოხდა. აქ პოლიციელები უნდა იდგნენ თავდახრილები ქართველი ხალხის წინაშე". - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

მისი განცხადებით, აუცილებელია, დაისაჯოს ძალადობაში მონაწილე ყველა დამნაშავე და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი. 

არასრულწოვანი შშმ პირის ცემის გამო 25 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა დანაშაულში მონაწილე 2 პოლიციელი დააკავა.


close დახურვა