პოლონეთის მთავრობამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსული ქვანახშირის იმპორტს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სამშაბათს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა განაცხადა.
"ჩვენ აღარ გვინდა, რომ იმპორტი შესაძლებელი იყოს, თუმცა გვესმის, არსებობს რისკი, რაც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ევროკავშირს დღემდე არ დაუმტკიცებია მსგავსი ქმედებები", - განუცხადა პიოტრ მიულერმა ვარშავაში ჟურნალისტებს.
ევროკავშირში სანქციები, როგორც წესი, შეთანხმებული უნდა იყოს მთელი სავაჭრო ბლოკის მიერ და ბრიუსელს ცალმხრივად მოქმედი ქვეყნების დასჯა შეუძლია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ვარშავა მოუწოდებს ევროკავშირს, რუსეთის წიაღისეული დაასანქციროს. ევროკავშირმა აირჩია რუსულ გაზზე დამოკიდებულების თანდათანობითი შემცირების სტრატეგია. გერმანიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსული ნავთობის შესყიდვას ამ წლის ბოლოს