logo
ENG



პოლონეთის პრემიერმა უკრაინაში დიდი რაოდენობით იარაღის გაგზავნაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა

07 ივნ 202221:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/07/rud6uxqobaqragb.jpg

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ უკრაინაში დიდი რაოდენობით იარაღის გაგზავნასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერა.

"ჩვენ ვაფორმებთ იარაღის ექსპორტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრაქტს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს არ არის იარაღის მიყიდვა უკრაინელებისთვის", - თქვა მორავეცკიმ.

მორავეცკი აღნიშნავს, რომ ეს იარაღი აუცილებელია უკრაინისთვის საბრძოლო ფრონტზე.

"ეს იარაღი კარგად არის გამოცდილი და ვიცით, რომ მნიშვნელოვანი იქნება ბრძოლის ველზე", - ამბობს მორავეცკი.

მორავეცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ ევროკავშირი აფინანსებს და ხელშეკრულების ჯამური თანხა 3 მილიარდამდე ზლოტია, რაც დაახლოებით 628 მილიონი დოლარია.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა არ დააკონკრეტა კონტრაქტის დეტალები, შესაბამისად, უცნობია კონკრეტულად რა ტიპის იარაღს მიაწვდიან უკრაინას.


close დახურვა