უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქების გამო, პოლონეთი სამხედრო მზადყოფნას ზრდის. ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა, პიოტრ მიულერმა უშიშროების საგანგებო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მიულერმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.
მისივე თქმით, მთავრობა განიხილავს არის თუ არა მეოთხე მუხლის ამოქმედების საჭიროება, რაც NATO-ში კონსულტაციების დაწყებას გულისხმობს.
რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. ინფორმაციას AP აშშ-ის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სხვადასხვა მედია იწუყება, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.
პოლონეთს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".