პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, პოლონეთმა დამატებითი უსაფრთხოების მიზნით რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გამაგრება დაიწყო.
ამის შესახებ პოლონეთის ვიცე პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ტვიტერზე დაწერა და სამუშაოების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
"დავიწყეთ უსაფრთხოების პრევენციული ზომების გაფართოება რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების მიმდებარედ. ეს ჩვენი თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიაა. პირველი გამაგრებები უკვე მონტაჟდება კალილინგრადის ოლქთან საზღვართან" - წერს ბლაშჩაკი.
Rozpoczęliśmy prewencyjną rozbudowę zabezpieczeń na granicy z Rosją i Białorusią. To element naszej strategii obrony i odstraszania. Pierwsze umocnienia są już rozmieszczane na granicy z Obwodem Kaliningradzkim. pic.twitter.com/HODJlCgnvi