უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და უმაღლესი რადას დეპუტატი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ დღეს უკრაინაში ტრაგიკული დღეა. რადაში სიტყვით გამოსვლისას მან პუტინი "თანამედროვე ჰიტლერს" შეადარა.
ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას უკრაინაში ომი დაიწყო.
აფეთქების ხმები ისმის დედაქალაქ კიევში, ასევე, ხარკოვში, ოდესასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ჟურნალისტების ცნობით, რუსულმა ჯარებმა ხარკოვთან უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს.