logo
ENG



პრაისი: მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ უფლებები თავისუფლად

07 მარ 202323:51
3 წუთის საკითხავი
 
პრაისი: მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ უფლებები თავისუფლად

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად".

პრაისი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს თბილისში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს.

"ბოლო საათების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ვხედავთ ცნობებს თბილისიდან, იმის შესახებ, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს ე.წ. უცხოური აგენტების წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხის, ხელისუფლების, მთელი მსოფლიოს მოსახლეობისა და მთავრობებისადმი არის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავის უნივერსალურ უფლებებს.

მსოფლიოს მოსახლეობის უნივერსალური უფლებაა შეკრება, ასევე უნივერსალური უფლებაა ის, რომ მათი ხმები იყოს გაგონილი, უფლებაა თავისუფლად საუბარი, ასევე მათი მთავრობებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უფლება, ეს არის მსოფლიოში ყველა ქვეყნის მოსახლეობის უფლება", - თქვა ნედ პრაისმა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს და წყლის ჭავლის მანქანებს იყენებს. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოცნებამ რუსული კანონპროექტი მირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.

 

 


close დახურვა