ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს.
"უკრაინა ომში გაიმარჯვებს, ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული მარცხი", - თქვა მან BBC-სთან ინტერვიუში.
კითხვას აწვდის თუ არა ამერიკა და მისი მოკავშირეები უკრაინას საკმარის იარაღს, პრაისმა ასე უპასუხა: "რაც ჩვენ გავაკეთეთ არის ზუსტად ის, რაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სჭირდებათ რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად".