logo
ENG



პრეზიდენტის მიმართვა ქართველ ელჩებს: თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა!

21 ივნ 202419:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/21/6teloteet4ehlnz.jpg

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სახელმწიფოებში საქართველოს ელჩებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ ევროპასა და რუსეთს შორის არა 26 ოქტომბერს, არამედ ახლა უნდა გააკეთონ.

პრეზიდენტის თქმით, ტყუილია ის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროატლანტიკურ გზაზე, ან ის, რომ მოცემული რეალობიდან გამომდინარე საქართველო 2030 წლისთვის მაინც შეძლებს EU-ში გაწევრიანებას.

"მე ვიმყოფებოდი შვეიცარიაში შაბათ-კვირას, სადაც პრაქტიკულად ყველა ევროპელ ლიდერს შევხვდი და ისინი მეკითხებოდნენ თუ რას ნიშნავს ის, რომ ,"საქართველო მაინც შევა ევროკავშირში", "მაინც"- რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს და არამხოლოდ ერთ კანონს, იმის მიუხედავად, რომ არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და თვითონ არ ასრულებს არცერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე", - თქვა მან.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახლა საქართველო მოლდოვასთან ერთად უნდა პროგრესირებდეს ევროკავშირში, სინამდვილეში კი საქართველოში კავშირს უფრო და უფრო შორდება, როცა მოლდოვა მომავალ კვირას გაწევრიანების შესახებ დაიწყებს მოლაპარაკებებს.ეს ყოველივე კი, მისი თქმით, "პროფესიონალიზმის ღალატის" შედეგიცაა.

"და ეს თქვენთვის იმ საქმის სწორი დაგვირგვინება იქნებოდა, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, რადგან მე კარგად ვიცი, რომ თქვენ ის პროფესიონალი დიპლომატები ხართ (დიდწილად ყოველ შემთხვევაში), რომლებიც აქამდე სწორედ ჩვენ ევროპულ გზაზე მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ მიღწევაში, რომელიც არცერთ მთავრობასა და არცერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ეს ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ ჩვენ მივედით კანდიდატის სტატუსამდე და მასთან ერთად ჩვენი ხალხის დამსახურებაა - ამ საქმეს პროფესიონალები და ხალხის ნება სჭირდება. და დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ, ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა.

ამიტომ, მე დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს, რომ თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე. და ამაში, მინდა ვიყო დარწმუნებული. 

მართალია, საჯარო მოხელეებს არ მოეთხოვებათ, რაღაცნაირად პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რასაც მათ კარნახობენ, მაგრამ ელჩები უცხო ქვეყნებში და მით უმეტეს, ევროკავშირში, რომლებიც დღეს საქართველოს წარმოადგენენ, არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და აქვთ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, რამეთუ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულს და მის მომავალს, და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა", - განაცხადა პრეზიდენტმა. 


close დახურვა