პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ სამეფო მოვალეობების შესრულება დაასრულეს. სამეფო წყვილი ბოლო ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო.
ჰარი და მეგანი ვესტმინსტერის სააბატოში თანამეგობრობის ყოველწლიურ ცერემონიას დაესწრნენ. წყვილის მიერ იანვარში მიღებული სკანდალური გადაწყვეტილების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევაც, როდესაც ჰარი და მეგანი საზოგადოების წინაშე დედოფალთან ერთად გამოჩნდნენ.