logo
ENG



პროკურატურა ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

21 ოქტ 202220:33
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე გამამართლებელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. პროკურორ ნათია გურულის თქმით, მათ არაერთი მტკიცებულება წარადგინეს, რომელიც ჩოგბურთელის ბრალეულობას ადასტურებდა.

"მიმაჩნია, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულს და ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ამასთან ბრალდებულის ადა მისი ოჯახის წევრების გაიზიარა. ბრალდების მხარე, როგორც აღვნიშნე, კატეგორიულად არ ეთანხმება გადაწყვეტილებას", - თქვა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ბასილაშვილი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. 

***

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. 2022 წლის 22 მაისს ყოფილ ცოლზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ის დააკავა, 24 მაისს კი სასამართლომ ის 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ადვოკატის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილზე გენდერული ნიშნით ფიზიკურად არაერთხელ იძალადა.

ამასთანავე, დაცვის მხარის ცნობით, ბასილაშვილი წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით სისტემატურად - ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობდა ცოლზე, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოში ბასილაშვილის წინააღმდეგ არაერთი ჩვენება მისცა. მათ შორის, ერთ-ერთ სხდომაზე მან ვიდეომტკიცებულებებიც წარმოადგინა, რომელშიც დოროყაშვილის თქმით, მას ბასილაშვილი ჩოგნებით სავსე ჩანთას ურტყამს.

ჩოგბურთელი სასამართლო პროცესებს დისტანციურად ესწრებოდა. 5 ოქტომბერს ის სასამართლოში მივიდა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლიდა.

გუშინ, 20 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ბასილაშვილმა, თუმცა აღნიშნული ეპიზოდი დახურულ სხდომაზე მიმდინარეობდა.

ბასილაშვილის საქმეზე გამოძიება ძალადობის 5 ეპიზოდზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად ბასილაშვილს ბრალი ძალადობის მხოლოდ 1 ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი, ახლა კი მას ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.


close დახურვა