logo
ENG



პროტესტის მე-8 დღე:აშშ-ს 29 შტატში 18 ათასი სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული

03 ივნ 202010:08
3 წუთის საკითხავი
 

პროტესტის მერვე დღე შეერთებულ შტატებში - მედიის ინფორმაციით, მასშტაბური გამოსვლების დროს ქვეყის მასშტაბით უკვე 11 ადამიანი დაიღუპა. კომენდანტის საათის მოუხედავად,  ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში  ათასობით ადამიანმა მასშტაბური მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, მეტწილად მშვიდობიან აქციებს, დაკავევებების გარეშე მაინც არ ჩაუვლია.

ნიუ-იორკში  სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს. აქციის მონაწილეებს კი სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. საპროტესტო აქციები პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ,  არეულობაში გადაიზარდა ატლანტაშიც, სადაც კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ პოლიციამ და ეროვნული გვარდიის დანაყოფებმა აქცია ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალეს. კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ გამოსვლები არ შეწყვეტილა არც ვაშინგტონში, სადაც აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის გასაპროტესტებლად, მარში გაიმართა. ათასობით ადამიანმა  მსვლელობა თეთრი სახლიდან კაპიტოლიუმის შენობამდე გამართეს. აქციის მონაწილეები ლინკოლნის მემორიალთანაც მივიდნენ, სადაც სამხედრო ძალა იყო მობილიზებული.

ბოლო მონაცემებით ქვეყნის 29 შტატში 18 ათასი სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული. პენტაგონის განცხადებით ვაშინგტონის სიახლოვედს 1600 ჯარისკაცია დისლოცირებული. ვაშინგტონის მერის განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას იმის შესახებ რომ ქალაქის ქუჩებში შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურეები განლაგდნენ.  


 

 


close დახურვა