logo
ENG



პროტოკოლში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შევა, კარგად მუშაობს - ლევან გოფოძე

28 აპრ 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროტოკოლში ცვლილებები არ შევა.

როგორც ლევან გოფოძემ განმარტა, არსებული პროტოკოლი კარგად მუშაობს და ქართული ჯანდაცვის სისტემა მის მიხედვით გააგრძელებს მკურნალობას.

„პროტოკოლში არ შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რადგან გამართული პროტოკოლია და კარგად მუშაობს. საუბარი იყო პლაქველინზეც - FDA იძლევა მისი გამოყენების რეკომენდაციას და გაგრძელდება მისი გამოყენება. მაქსიმუმ შეიძლება შევიდეს მცირე ცვლილებები, მაგალითად გამოჯანმრთელებულთა პლაზმის გამოყენება მკურნალობაში", - აცხადებს ლევან გოფოძე.


close დახურვა