logo
ENG



პროფსასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახურში გაწვევა ერთჯერადად გადაუვადდებათ - გახარია

02 ივლ 202011:50
3 წუთის საკითხავი
clock 323
bgndnrx8z3pbbo5.jpg

პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ერთჯერადად გადაუვადდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაბამისი ცვლილებების პროექტს პარლამენტში დღეს განათლების სამინისტრო წარადგენს.

„სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს დღეს განათლების სამინისტრო, რომლის ძირითადი მიზანი და პრინციპი გახლავთ პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება. ეს რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში და ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი გადავადება. მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის ან 12 ან 24-თვიანი და რაც მთავარია პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას შეიძინონ პროფესია“, - განაცხადა გახარიამ.


close დახურვა