logo
ENG



პუტინისტურ დაჯგუფება ალტ-ინფოსგან გურიის დატოვებას მოითხოვენ

14 აპრ 202220:12
3 წუთის საკითხავი
 

პუტინისტურ დაჯგუფებისგან გურიის დატოვებას მოითხოვენ. ოზურგეთში ძალადობრივი ჯგუფი ალტ-ინფო მუშაობის დაწყებას ცდილობს, მაგრამ მოსახლეობა ამის უფლების მიცემას არ აპირებს. ერთ-ერთი მოსახლის სახლთან, რომელიც ე.წ. კონსერვატიულმა პარტიამ იქირავა, დაპირისპირება იყო. ხანდაზმული ქალის შვილიშვილმა, რომელიც პუტინისტების მოწინააღმდეგეა და გუშინ საქართველოსა და უკრაინის დროშა გადმოფინა და წარწერაც დატოვა, ამის შემდეგ პოლიციაში დაიბარეს.


close დახურვა