logo
ENG



პუტინის თქმით, რუსეთი ბელარუსს გადასცემს რაკეტებს, რომლებსაც ბირთვული დარტყმებიც შეეძლებათ

26 ივნ 202212:15
3 წუთის საკითხავი
 

უახლოეს თვეებში რუსეთი ბელარუსს სარაკეტო კომპლექსს, ისკანდერ M-ს გადასცემს.

ამის შესახებ განცხადება ვლადიმირ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქტ-პეტერბურგში ვიზიტისას განაცხადა. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ისკანდერ M სისტემას შეუძლია განახორციელოს როგორ ბალისტიკური, ისე საკრუიზო სარაკეტო დარტყმები, როგორც კონვენციური, ისე ბირთვული ტიპის. 

სისტემას 500 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. 

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერმე გააკეთა მინიშნება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რაც აღქმულ იქნა, როგორც გაფრთხილებად დასავლეთის მიმართ, რომ მათ უარი თქვან უკრაინის დახმარებაზე. 

სანქტ პეტერბუგრში პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ბელარუსს დაეხმარება ბელარუსული სუ-25-ების მოდერნიზებაში, რათა მათაც შეეძლოთ ბირთვული იარაღის გადატანა.


close დახურვა